თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო

12:22, 06.07.2026

დილიდან თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო. დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია ონლაინ პლატფორმაზე. პროცესი სამ ეტაპად წარიმართება. 6 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით რეგისტრაციას შეძლებენ სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები, მათ შორის: სოციალურად დაუცველთა ოჯახის ბავშვები, მარტოხელა მშობლისა და მრავალშვილიანთა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები, სამხედრო მოსამსახურეთა შვილები, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები, უკვე რეგისტრირებული აღსაზრდელების დედმამიშვილები.

13 ივლისიდან რეგისტრაცია გაიხსნება თბილისში რეგისტრირებული ყველა ბავშვისთვის, 20 ივლისიდან კი განურჩევლად რეგისტრაციის ადგილისა, საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება.

მსგავსი