თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 4 აპრილს გაიხსნება

თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 4 აპრილს გაიხსნება. რიგით მე-9 ფესტივალზე 11 კონცერტი გაიმართება.

საერთაშორისო საგუნდო მუსიკის ფესტივალზე მუსიკოსები ჩამოვლენ ამერიკიდან, აზერბაიჯანიდან, ლიეტუვიდან, გერმანიიდან.

ორგანიზატორების თქმით, კონცერტები საკონცერტო ექსპერიმენტულ სივრცეებში ჩატარდება. მათ შორის, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, იაკობ გოგებაშვილის სასწავლებელში, თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში, სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ფესტივალი 2011 წლიდან მერიის მხარდაჭერით იმართება.

წლევანდელ ფესტივალზე ადგილობრივი გუნდების გარდა მსმენელის წინაშე ხუთი საერთაშორისო გუნდი წარდგება.