თბილისის ქალთა გუნდი საგუნდო კონკურსის ოქროს მედლის მფლობელია

15:28, 28.10.2026

თბილისის ქალთა გუნდი ესპანეთის მესამე საერთაშორისო საგუნდო კონკურსის ოქროს მედლის მფლობელია. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ქალთა გუნდი, ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით, ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო საგუნდო კონკურსზე საქართველოს სახელით წარდგა. თბილისის ქალთა გუნდი იმ სამ გუნდს შორის მოხვდა, რომლებიც ბარსელონას ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობაში – საგრადა ფამილიაში, 24 ოქტომბერს გამართული კონცერტისთვის შეარჩიეს. ამ კონცერტზე საგრადა ფამილიაში პირველად გაჟღერდა ქართული სიმღერა. კონკურსში 25 ქვეყნის 38 გუნდი მონაწილეობდა. თბილისის ქალთა გუნდი სამ საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა, ფინალში კი, ოქროს მედალი მოიპოვა.

მსგავსი