თბილისის მთავრობის სხდომა

დედაქალაქში პარკირების წესები მკაცრდება, ჯარიმის ოდენობა კი იზრდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, მიზანი, დედაქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკის მოწესრიგება და ფეხით მოსიარულეებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნაა.