თბილისის მთავრობის სხდომა

თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე თბილისის მერმა ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციის პროექტზე ისაუბრა. კალაძის თქმით, პროექტის ფარგლებში, ბაქნების, ესკალატორისა და გვირაბის ჭერის დემონტაჟი განხორციელდება, სრულად უნდა შეიცვალოს სადგურის ინტერიერი. მერის თქმით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია მალე გამოვლინდება. სამუშაოები კი 12 თვის ვადაში უნდა შესრულდეს. კახა კალაძემ ასევე ისაუბრა ქეთევან დედოფლის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტზეც, მისი თქმით, პროექტის ფარგლებში მოწესრიგება მიწისქვეშა კომუნიკაციები, დამონტაჟდება განათების ახალი სისტემა და შეიცვლება გზის საფარი. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აღნიშნულ ქუჩაზე მოძრაობა დროებით გადაიკეტება.