თბილისის მთავრობის სხდომა

12:27, 29.10.2026

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დათქმულ ვადებში ნოემბრის ბოლოს დასრულდება – ამის შესახებ თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. დედაქალაქის მთავარ გამზირზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ კი – თბილისის მერია რუსთაველზე შენობების განახლებასაც გეგმავს. მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების გაყვანის საკითხზეც ისაუბრა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ეს მოქალაქეები საქმიანობის გაგრძელებას ალტერნატიულ ტერიტორიაზე შეძლებენ.

მსგავსი