თბილისის მთავრობის სხდომა
თბილისის მერიის პროგრამას – „ისწავლე და დასაქმდის“ მიმდინარე სემესტრში 22 ახალი პროფესიული კურსი დაემატება და სტაჟირება ანაზღაურებადი გახდება. ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველებს რეგისტრაციის გავლა დღეიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით ვებგვერდზე: www.dasakmdi.ge. შეუძლიათ. ეს პროგრამა თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში გადამზადებასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმებაში ეხმარება. ამ სიახლეებზე დღეს თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე გაამახვილა ყურადღება.
კახა კალაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად დაგეგმილ სიახლეზეც ისაუბრა. გზაჯვარედინებზე შეფერხებებისა და საცობების თავიდან ასარიდებლად, ახალ რეგულაციებზე მუშაობა იგეგმება.