თბილისის მთავრობის სხდომა
მერიამ საქალაქო რკინიგზის დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის შესასწავლად საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნული პროექტი თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმას ეფუძნება და ითვალისწინებს რკინიგზის არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით დედაქალაქის დაკავშირებას მცხეთასთან, რუსთავთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და აღმოსავლეთ რაიონებთან.