თბილისის მთავრობის სხდომა

18:35, 29.01.2026

მეტროს 17 თანამშრომელს საქმიანობისთვის სპეციალური ჯილდოები გადაეცა. მეტროს გახსნიდან 60 წელი გავიდა. სწორედ თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. ხვალ კი საზეიმო მიღებაა დაგეგმილი – პრეზიდენტი 9 ღვაწლმოსილ თანამშრომელს ღირსების ორდენით დააჯილდოებს. თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ დედაქალაქის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზეც ისაუბრა. გაზრდილი ბიუჯეტის დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ჯანდაცვას და სატრანსპორტო პოლიტიკას მოხმარდება.

მსგავსი