თბილისის მთავრობის სხდომა

მერია დედაქალაქში ავარიული შენობების პრობლემის მოსაგვარებლად ახალ პროგრამას იწყებს. ამჟამად საუბარია ისტორიულ არეალში მდებარე ავარიულ შენობებზე. ახალი ინიციატივის მიხედვით, მეპატრონის თანხმობის შემთხვევაში, მსგავს შენობას სახელმწიფო გამოისყიდის. პროგრამის ამოქმედება 2026 წლიდან იგეგმება.