35 წლის შემდეგ, დედაქალაქს ტრამვაი დაუბრუნდება. ახალი მიწისზედა ტრანსპორტი დიდ დიღომს დიდუბის მეტროს დაუკავშირებს. თბილისის მერია, ტრამვაის ხაზის პროექტსა და სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერს აცხადებს. ტრამვაის ხაზი რვაკილომეტრიანი იქნება და 11 ადგილზე გაჩერდება. თბილისის მერიაში მოლოდინი აქვთ, რომ ახალი სატრანსპორტო პროექტი დიღმის დასახლებაში გაზრდილ მგზავრთნაკადს უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის.