თბილისის მთავრობის სხდომა

12:33, 12.06.2025

მერაბ ალექსიძისა და ბერბუკის ქუჩების რეაბილიტაცია იწყება. აღნიშნულ ტერიტორიაზე სრულად შეიცვლება როგორც მიწისქვეშა, ისე მიწისზედა ინფრასტრუქტურა. დედაქალაქში დაგეგმილ ამ და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დღეს კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. თბილისის მერის ინფორმაციით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სადაც რამდენიმე თვის წინ გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა, საგზაო-სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ეტაპი დასრულებულია.

მსგავსი