თბილისის მთავრობის სხდომა

თბილისის განვითარების ფონდი სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე ქუჩის სრული რეაბილიტაცია მოხდება, მეორე ეტაპზე კი აღნიშნულ ქუჩებზე მდებარე 21 შენობა-ნაგებობის სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია განხორციელდება. დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საზაფხულო ბაღებზეც ისაუბრეს. მსურველებისთვის რეგისტრაცია 9 ივნისს დაიწყება.