თბილისის მთავრობის სხდომა

პირველი იანვრიდან თბილისში დისტრიბუციის ავტომობილებისთვის შეზღუდვები ამოქმედდება. ამ დრომდე ამ კატეგორიის მანქანებისთვის გამონაკლისი არსებობდა, თუმცა მომავალი წლიდან, დილის 8 საათიდან 11 საათამდე და ასევე, საღამოს ხუთი საათიდან 8 საათამდე სადისტრიბუციო ავტომობილები თბილისში გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ. გადაწყვეტილების მიზეზი დედაქალაქში საცობების განმუხტვაა.