თბილისის მთავრობის სხდომა

თბილისში სპორტის სასახლის რეაბილიტაცია იწყება. სპორტის სასახლე 2007 წლის ხელშეკრულების საფუძველზე, მართვის უფლებით „ლოჯიკ გრუპს“ აქვს გადაცემული. რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად მოწესრიგდება როგორც შიდა ინფრასტრუქტურა, ასევე გარე სივრცე და მიმდებარე ტერიტორია. კახა კალაძის ინფორმაციით, რეაბილიტაციის შემდეგ სპორტის სასახლე ახალ ფუნქციას შეიძენს და სპორტულთან ერთად, კულტურულ ღონისძიებებსაც უმასპინძლებს.