თბილისის მთავრობის დამტკიცება  

დედაქალაქის საკრებულომ თბილისის ახალი მთავრობის შემადგენლობა უნდა დაამტკიცოს. დეპუტატები კახა კალაძის მიერ დასახელებული გამგებლებისა და მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ. ოპოზიცია როგრც თბილისის მერის არჩევანს, ისე მის გადაწყვეტილებას აპროტესტებს.

საკრებულოს ქალაქის მთავრობის შემადგენლობა დღეს ვიცე მერმა წარუდგინა.

ანა ბროლაძე დეტალებით.