თბილისის მთავარ სამმართველოში რვა პირი გამოკითხეს

უკანონო ფორმირების შექმნის, მასში გაწევრიანებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის მთავარ სამმართველოში რვა პირი გამოკითხეს. ერთ-ერთი გამოკითხულის, დავით მამარდაშვილის განცხადებით, მან გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა რასთან დაკავშირებით, არ დააკონკრეტა.

ხუთი პირი უწყებაში 22 საათისთვის მივიდა, მათი გამოკითხვა არ ჩატარებულა, რადგან კანონმდებლობით 22 საათის შემდეგ გამოკითხვა არ იწყება. ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს მერაბ როდონაიას და ჯაბა მუსელიანს დღეს 15 საათზე გამოკითხავენ. სავარაუდოდ, დღეს გამოიკითხება დანარჩენი სამი პირიც. ადვოკატის ინფორმაციით, გამოსაკითხად დაბარებულია ჯამში 30 ადამიანი.