თბილისის მეტროპოლიტენის ახალი გრაფიკი

თბილისის მეტროპოლიტენი მოქალაქეებს ახალი გრაფიკით მოემსახურება. მეტრო მუშაობას ჩვეულებრივზე ერთი საათით ადრე, 23 საათზე დაასრულებს. ამის მიზეზი დაგეგმილი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, მეტროში ელექტროგაყვანილობა მძიმე მდგომარეობაშია და სადენების ჩანაცვლებაა საჭირო.

საინსტალაციო სამუშაოები 2020 წლის ივლისში დასრულდება.