თბილისის მერმა ჩიქოვანის ქუჩაზე სამუშაოები დაათვალიერა

ჩიქოვანის ქუჩაზე ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ დასასვენებელი სივრცე მოეწყო. სკვერში სამუშაოების ფარგლებში, ბავშვებისათვის გასართობი მოედანი აშენდა და სხვადასხვა ატრაქციონი დამონტაჟდა. ტერიტორია გამწვანდა და ფილებით მოპირკეთდა საფეხმავლო ბილიკები. დამონტაჟდა განათების სისტემა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ეზოში დაიგო, ასევე, ასფალტის ახალი საფარი. სკვერის პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 56 410 ლარით დაფინანსდა. ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე იმყოფებოდა.