თბილისის მერის განცხადება

დედაქალაქის მერის გაცხადებით, მარტოხელა სოციალურად დაუცველი მოხუცებისთვის საკვების შესაძენად მუნიციპალიტეტი სარეზერვო ფონდიდან ნახევარ მილლიონ ლარს გამოყოფს.

როგორც კახა კალაძე აცხადებს, ანალოგიური პროგრამა შეზღუდვების პირველი ტალღის დროსაც მოქმედებდა, რამაც მისი თქმით, ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. ამასთან კალაძის თქმით, სპეციალური პლატფორმაც შეიქმნება, რომლის მეშვეობითაც დახმარების პროგრამაში, სურვილის შემთხვევაში ბიზნესმენებიც ჩაერთვებიან.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ დაწესებული შეზღუდვების პირობებში, ქალაქში საათობრივი პარკირების გადასახადი უქმდება.

დატოვე კომენტარი