თვალჭრელიძის ქუჩაზე მოსახლეობის იძულებით გამოყვანასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა თბილისის მერმა. კახა კალაძის განმარტებით, ოპოზიციური მედია საშუალებებისა და პოლიტიკური ჯგუფების ნაწილი მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მან წარმოადგინა ოქმები და დოკუმენტაციები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეების ნაწილმა მერიის შეთავაზებაზე ქირით უზრუნველყოფის შესახებ უარი თქვა, ნაწილი კი რეგიონებში ფლობს საკარმიდამო მიწას, მათ შორის მოძრავ ქონებას. თბილისის მერი ასევე განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტი არ არის ჩართული მიმდინარე პროცესებში, ვინაიდან კორპუსი არ არის მუნიციპალიტეტის ბალანსზე და მოქალაქეების ნაწილი უკანონოდ არის შეჭრილი კერძო საკუთრებაში. კახა კალაძემ ასევე წარმოადგინა ფოტომასალა იმის დასადასტურებლად, რომ კორპუსი ავარიულია და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.