თბილისის მერიის სხდომა
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია სრულდება და დედაქალაქის მთავარი გამზირის გახსნა უახლოეს დღეებში იგეგმება. სიახლეები იქნება სატრანსპორტო სქემაში. ქვეითებისთვის დაიხაზება ზებრა გადასასვლელები და სატრანსპორტო მოძრაობას შუქნიშნები დაარეგულირებს. რუსთაველის გამზირზე კვლავ იქნება ავტობუსის ზოლები, ე.წ. ბასლაინები. გამზირის განაპირა ზოლებში კი დაემატება ველობილიკები. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ განახლებული გამზირი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.