თბილისის მერიის სხდომა

თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართა. ქალაქის მერმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება. კახა კალაძის განცხადებით, ხორციელდება მეტროს განახლების და მოდერნიზების პროექტები. ვაგონებს ჩაუტარდათ განახლების სამუშაოები. კალაძის ინფორმაციით, ზოგიერთ ვაგონს საექპულატაციო ვადა ეწურება და მოხდება მათი ჩანაცვლდება. მისივე თქმით, გამარჯვებული კომპანიასთან დღეს გაფორმდება კონტრაქტი. თანამედროვე ვაგონების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერის შედეგად შერჩეული არის კომპანია, რომელიც თბილისს მომდევნო 5 წლის განმავლობაში 111 ვაგონს მიაწვდის. დედაქალაქის მერის ინფორმაციით, მეტროსადგური ვარკეთილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ივლისს 45 დღით დაიკეტება. დედაქალაქის მერის განმარტებით, ალტერნატიული მარშრუტისთვის ჯავახეთის ქუჩიდან დაინიშნება ავტობუსი, რომელიც უახლოეს სადგურამდე გადაიყვანს მგზავრებს.