თბილისის მერიის განცხადება

12:31, 22.11.2026

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ნოემბრის 20:00 საათიდან, 23 ნოემბრის 20:00 საათამდე, შოთა რუსთაველის გამზირზე, თამარ ჭოველიძის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ ძმები კაკაბაძეების ქუჩის გამოყენებით. ერთი დღით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც.

მსგავსი