თბილისის მერიის ახალი პროექტი

თბილისის მერიის აპლიკაცია Fix Tbilisi ამოქმედდა. აპლიკაციის საშუალებით, ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება დედაქალაქში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტს მიაწოდოს. მოქალაქე დაზიანების ამსახველი ფოტოს გადაგზავნას აპლიკაციის საშუალებით შეძლებს. აღნიშნული ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში შესაბამის საქალაქო სამსახურს მიეწოდება.