თბილისის მერი სტუმრად 100 წლის იუბილართან

თბილისის მერი კახა კალაძე ფარმაცევტ ნათელა ვაშაკიძეს ესტუმრა და 100 წლის იუბილე მიულოცა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერიის „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, ნათელა ვაშაკიძეს 10 000 ლარი ჩაერიცხება. დედაქალაქის მერთან ერთად, 100 წლის იუბილართან სტუმრად ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი, გელა ჩივიაშვილი, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, დავით მაქაცარია, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის წევრები იმყოფებოდნენ.