თბილისის ინფრასტრუქტურის პოლიტიკა

თბილისის მერი სფეროების მიხედვით ოთხწლიანი ანგარიშის წარდგენას განაგრძობს. კახა კალაძემ დღეს ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჯამა.

2017 წლიდან დღემდე რეაბილიტაცია ჩაუტარდა 900-ზე მეტ ქუჩას და გზატკეცილს. მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაცია, კაპიტალურად შეკეთდა ჯამში 5 400 000 კვ.მ. ფართობის გზის საფარი

და გამაგრდა 355 საცხოვრებელი კორპუსი.

პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 93 ობიექტს, რომელთაგანაც 74, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.