თბილისის ფოტოფესტივალი

ფოტოებზე გადატანილი მძიმე ემოციები: თბილისის ფოტოფესტივალის წლევანდელი მთავარი თემა უკრაინა და იქ მიმდინარე საომარი მოქმედებებია. ხვალიდან ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმში მისული დამთვალიერებელი უკრაინაში მიმდინარე ომის ამსახველ ფოტოებს ნახავს, წარმოდგენილი იქნება უკრაინაში რვა წლის წინ განვითარებული მოვლენების ფოტო ქრონიკაც.

თბილისის ფოტოფესტივალი წელს მე-13-ედ იმართება. ომის თემატიკაზე შექმნილი ფოტოებისა და ინსტალაციების გარდა ფესტივალის ფარგლებში საჯარო ლექციები და დისკუსიები გაიმართება, სადაც კონფლიქტის დროს ხელოვნების როლზე იმსჯელებენ. თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ხვალ გაიხსნება და 5 ნოემბრამდე გაგრძელდება.