„თბილისის ფინანსური სამიტი“ 

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება „თბილისის ფინანსური სამიტი“ გაიმართება. მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების პირველი პირები, ფინტექ ინდუსტრიისა და ფინანსური სექტორის ლიდერები, ასევე მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები და ექსპერტები.

ფინანსური სამიტი საქართველოში პირველად იმართება. ის ერთგვარი პლატფორმაა ქვეყნის სტრატეგიული მიზნისკენ მიმავალ გზაზე – საქართველო იქცეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის მთავარ რგოლად. სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელი, რომელიც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს აერთიანებს, ისეთ ფინანსურ ცენტრებს მოიცავს, როგორიცაა სინგაპური, შვეიცარია, იაპონია და არაბთა გაერთიანებული საამიროები. სამიტი საქართველოს ეროვნული ბანკის, ეკონომიკის სამინისტროსა და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის ერთობლივი ორგანიზებით იმართება.