„თბილისის ფინანსური სამიტი“ გაიხსნა

„თბილისის ფინანსური სამიტი“ ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიება თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. „თბილისის ფინანსური სამიტის“ გახსნით ღონისძიებაზე სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გამოვიდნენ. სამიტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების პირველი პირები და ფინანსური სექტორის ლიდერები, მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებიან.

პირდაპირ ეთერში შალვა სუმბაძე გვიერთდება, რომელიც უფრო დეტალურად გვეტყვის, რაზე გაკეთდა გამოსვლებზე აქცენტი და რას ემსახურება კონკრეტული სამიტი?