თბილისის ფინანსური სამიტი
„თბილისის ფინანსური სამიტი“ გრძელდება, რომელიც ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ინოვაციური კომპანიების წარმომადგენლებს აერთიანებს. დღეს სამიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას, ციფრული აქტივების რეგულირებასა და ინივაციური გადაწყვეტილებების დანერგვას. სამიტის ფარგლებში AI-სა და ღია ბანკინგის ჰაკათონის დემო დღე გაიმართება.
ჰაკათონი საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი პროექტია, რომელშიც 28 ადგილობრივი და საერთაშორისო გუნდი მონაწილეობს. გამარჯვებულები დღეს გამოვლინდებიან. თბილისის ფინანსური სამიტი გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდება