თბილისის ფინანსური სამიტი
„თბილისის ფინანსური სამიტი 2026“ – უკვე მეორედ საქართველოს დედაქალაქი სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური და კომერციული ბანკების მმართველების, ფინ-ტექ სექტორის ლიდერების და წამყვანი სპეციალისტების შეკრების ადგილია.
შუა დერეფნის მიმართ მზარდი ინტერესის ფონზე, მაღალი დონის სამიტი ფოკუსირებულია საერთაშორისო სატრანზიტო კორიდორისთვის საჭირო, ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. საგადასახადო არხები, ღია ბანკინგი, მარეგულირებელი ჩარჩოები, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა და პროცესში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია. სფეროს სპეციალისტები ერთად მსჯელობენ იმ მექანიზმებზე, რომლებმაც შუა დერეფნის ქვეყნების ფინანსური ინფრასტრუქტურა ბევრად მოქნილი უნდა გახადოს და ტრანს-სასაზღვრო გადახდები გაამარტივოს. ამ კონტექსტში, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საქართველოზე – ქვეყანაზე, რომელიც შუა კორიდორის, არა მხოლოდ ლოგისტიკურ არამედ ფინანსურ ჰაბად განიხილება. ამ კუთხით საქართველოს ფინანსურ სექტორში მიღწეული პროგრესი წარმატებულად ფასდება. მოწვეულ სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ქვეყნის ეკონომიკურ პარამეტრებზე და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე.