თბილისის ცალკეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობის სქემები შეიცვლება

ჰოლივუდური ფილმის „ფორსაჟი 9-ის” ეპიზოდის გადაღებების გამო, დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობის სქემები შეიცვლება. პირველ ეტაპზე, დღეიდან 27 აგვისტოს 18 საათამდე გადაკეტილი იქნება ვაჟა-ფშაველას გამზირი იონა ვაკელის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ჩიხამდე. ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა 24-საათიან რეჟიმში იმოქმედებს, ხოლო ქვეითებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება 21:00 საათიდან 07:00 საათამდე. შესაბამისად, მოძრაობა ცალმხრივად იქნება შესაძლებელი: ნუცუბიძის ქუჩაზე ბუდაპეშტის ქუჩიდან თავაძის ქუჩამდე მონაკვეთში;  თავაძის ქუჩაზე ნუცუბიძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით; კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებიდან იონა ვაკელის ქუჩისკენ მოძრაობა დაშვებული იქნება სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო ბრიგადების სატრანსპორტო საშუალებებისთვის.

 

დატოვე კომენტარი