თბილისის აეროპორტის გაფართოების პროექტი

15:24, 25.11.2026

თბილისის აეროპორტის გაფართოებისთვის 150 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯება. სამუშაოები უკვე დაწყებულია. დაგეგმილია სამგზავრო ტერმინალის გაფართოება, აეროდრომის ინფრასტრუქტურის განახლება, ახალი თვითმფრინავების სადგომების მოწყობა და მგზავრთა მომსახურების სივრცეების გაუმჯობესება. ამასთან, გაორმაგდება ჩასხდომის ხიდების რაოდენობა და არსებული ხუთის ნაცვლად, ათი იქნება. პროექტის დასრულების შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 5 მილიონიდან 10 მილიონ მგზავრამდე უნდა გაიზარდოს.

მსგავსი