ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება

15:20, 25.11.2026

თებერვლიდან მილიონ ნახევარ ლარამდე სესხის აღება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში იქნება შესაძლებელი – ამ დრომდე ეს ზღვარი განსაზღვრულია მილიონი ლარით. გადაწყვეტილება დღეს ეროვნულმა ბანკმა მიიღო. წესი ეხება ყველას, ვისაც შემოსავალი ლარში აქვს. ხოლო იმ მოქალაქეებს, რომლებიც ხელფასს ან სხვა შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებენ, ეს შეზღუდვა არ შეეხებათ. ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ ამ გზით მოქალაქეებს და საბანკო სისტემას კურსის ცვლილებით გამოწვეული რისკებისგან იცავენ.

შეგახსენებთ, რომ უცხოურ ვალუტაში სესხის აღების ზღვარი ეტაპობრივად იზრდება და ამ დროისთვის 1 მილიონ ლარამდე სესხს ეხება.

მსგავსი