თბილისი საუკეთესო სამოგზაურო ადგილი

თბილისი ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. მეოთხე ადგილზეა ბათუმი. საქართველოს ქალაქების გარდა, ტურისტულ მიმართულებებს შორის დასახელდა ასევე კოპენჰაგენი, კეფალონია, სევილია, ათენი, სტოკჰოლმი, კანარის კუნძულები და მადეირა.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის სტატიები დაეხმარება ქვეყანას ტურისტული ინდუსტრია პანდემიამდელ ნიშნულზე დაბრუნდეს. საქართველოში ვაქცინირებულ ვიზიტორებს მოგზაურობა მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან შეუძლიათ. შემუშავებულია უსაფრთხოების ნორმები, რათა როგორც მოგზაურების, ასევე, ადგილობრივი მოქალაქეების ჯანმრთელობა იყოს დაცული.