თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზაზე 7 კილომეტრამდე მონაკვეთი შენდება

თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზაზე ყველაზე რთული 7 კილომეტრამდე მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე გაეცნო. ეს გზა მეზობელ აზერბაიჯანის საზღვარს უკავშირდება და მისი მოდერნიზაცია მნიშვნელოვანია სატრანზიტო თვალსაზრისით.

სამუშაოები 2019 წელს დასრულდება.