„თბილისი პრაიდის“ ოფისზე თავდასხმის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ ოფისზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ალიკა ალაზოვი, გიორგი ოძელაშვილი და გიორგი ელიზბარაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. აღკვეთი ღონისძიება დღევანდელ პროცესზე გადაისინჯა.

დაცვის მხარე აღკვეთის შედარებით მსუბუქი ღონისძიების გამოყენებას, ბრალდების მხარე კი პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხა.

პროკურატურა დაკავებულებს „თბილისი პრაიდის“ ოფისზე ჯგუფურად, შეუწყნარებლობის მოტივით თავდასხმას, უკანონოდ ოფისში შეჭრას და „თბილისი პრაიდის“ კუთვნილი ინვენტარის დაზიანება-განადგურებას ედავება.