„თბილისი პრაიდის“ კვირეული

„თბილისი პრაიდის“ კვირეული ფილმის დახურული ჩვენებით გაიხსნა. ღონისძიებას ლგბტქ მოქალაქეები, დიპლომატიური კორპუსის, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. კლუბთან, სადაც ღონისძიება მიმდინარეობს მოქალაქეთა ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს, უსაფრთხოების მიზნით ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან. ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებას აპროტესტებდა, ტერიტორიას გაარიდეს.