„თბილისი პიანო ფესტი“

ორბელიანის განახლებულ მოედანზე, თბილისი პიანო ფესტი საზეიმოდ გაიხსნა. კონცერტზე დასწრება უფასო იყო და მას ცნობილი ესტონელ-ამერიკელი დირიჟორი, კრისტიან იარვი უძღვებოდა. ფესტივალის დამფუძნებელმა და ცნობილმა პიანისტმა დუდანა მაზმანიშვილმა, ბახის, ყანჩელისა და კრისტიან იარვის ნაწარმოებები შეასრულა.

პირველი საფორტეპიანო ფესტივალი 7 სექტემბრამდე გაგრძელდება. კონცერტები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართება.