„თბილისი პიანო ფესტ 2019“ ორბელიანის მოედანზე გაიხსნება

პირველიდან 7 სექტემბრის ჩათვლით, საქართველო საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალს უმასპინძლებს.

ღონისძიების ფარგლებში, მსმენელს საშუალება ექნება მსოფლიო დონის პიანისტების შესრულებას დაესწროს.

„თბილისი პიანო ფესტ 2019“ ორბელიანის განახლებულ მოედანზე გაიხსნება, რის შემდეგაც მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გადაინაცვლებს.

ერთი კვირის განმავლობაში დაგეგმილია მასტერკლასებიც.

ფესტივალის დამფუძნებელი ცნობილი ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილია.