თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღეს სტარტი აიღო თბილისის გრან პრიმ პარაძიუდოში. ტურნირზე პირველი მედალი უკვე მოიპოვა ზურაბ ზურაბიანმა. ის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ასეთი მასშტაბური ღონისძიება პარალიმპიური სპორტის ამ სახეობაში საქართველოში პირველად იმართება. გრან პრიზე 10 ქართველი პარასპორტსმენი ასპარეზობს.
ტურნირის ორგანიზატორი და მასპინძელი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტია. ღონისძიება კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება. საინფორმაციო მხარდამჭერი კი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელია.