„აქტუალურ შაბათში“ მაკა ცინცაძესთან ერთად – 16 ივლისს, 21:00
თბილისი, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაწყებულ დიალოგს მასპინძლობს. რეგიონის გამოწვევები, სტაბილურობა და უსაფრთხოება – საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი; პრეზიდენტის განკარგულება და ოპოზიცია რიგგარეშე სესიის მოლოდინში.Შეიკრიბებიან თუ არა პოლიტიკური აქტორები პარლამენტის სხდომათა დარბაზში? ოპოზიციისა და მმართელი გუნდის პოზიციები; სპეცოპერაცია და საგამოძიებო მოქმედებები სოსო გოგაშვილის სახლში. დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე. რა ინფორმაცია აქვს გოგაშვილს და რას ედავება გამოძიება, ახალი დეტალები.
სტუმრები: ილია დარჩიაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი; რომან გოცირიძე – პარლამენტის წევრი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; რატი იონათამიშვილი – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.