ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, გაზით ინტოქსიკაციის რისკი მატულობს. გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის 114-ის უფროსის ინფორმაციით, ამ დროისთვის აბონენტების 60% შემოწმებულია. ძირითადად დარღვევები დანადგარების არასწორად დაყენებას უკავშირდება. დაფიქსირებულია გაზით ინტოქსიკაციის 25, ლეტალობის 3 შემთხვევა. მათივე ინფორმაციით, ერთი კვირის წინ კი ბუნებრივი აირის არასწორი წვის შედეგად 11 ადამიანი მოიწამლა. ნაწილს ადგილზე გაეწია დახმარება, ნაწილი კი სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი. „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლები მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ, რომ უარი თქვან ღია წვის კამერიან დანადგარებზე და დანადგარების თვითნებურად მონტაჟზე.