„თბილისი ცენტრალის“ რეაბილიტაცია
„თბილისი ცენტრალის“ რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის მიხედვით, სრულად განახლდება პირველი, მეორე და მესამე ბაქანი. არსებული ბაქნების დემონტაჟი უკვე დაწყებულია და მათ ნაცვლად ახალი, უფრო მაღალი თანამედროვე ტიპის ბაქნები მოეწყობა. რეაბილიტაცია მიწისქვეშა გადასასვლელის, ასევე ცენტრალის შენობიდან ბაქანზე ჩამოსასვლელი კიბის გაუქმებას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, საფეხმავლო კიბის ნაცვლად, სადგურზე 4 ახალი ესკალატორი დამონტაჟდება. განახლდება მგზავრების მოსაცდელი კუთხეები.
„საქართველოს რკინიგზა“თბილისი ცენტრალის სარემონტო სამუშაოების დასრულებას 2027 წლის შემოდგომაზე გეგმავს.