„თბილავიამშენის" თანამშრომელთა პროტესტი

„თბილავიამშენის“ 100-მდე თანამშრომელი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას მე-4 დღეა აპროტესტებს. მათი განცხადებით, უკვე თვეებია ხელფასები იგვიანებს.

აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, ადმინისტრაცია მიზეზად კონტრაქტორი კომპანიის მიერ თანხის ჩარიცხვის დაგვიანებას ასახელებს. „თბილავიამშენის“ თანამშრომლები  პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

როგორც „თბილავიამშენის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, პრობლემის  გადაჭრის გზებზე მუშაობენ და დამატებით განმარტებებს მოგვიანებით გააკეთებენ.