„თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელი ყრილობა
ხაზარაძის ინიციატივას სავარაუდოდ არ გაიზიარებენ კოალიციაში „ძლიერი საქართველო“ შემავალი მოძრაობის, „თავისუფლების მოედნის“ლიდერები, რომლებმაც გუშინ პოლიტიკური მოძრაობა პარტიად ჩამოაყალიბეს და დამფუძნებელი ყრილობაც გამართეს. ლევან ცუცქირიძის განცხადებით, მოძრაობა თავიდანვე დამოუკიდებელ და თვითმყოფად პარტიად იყო ჩაფიქრებული და პოლიტიკურ აქტივობებსაც ამიერიდან ასე გააგრძელებენ. პარტიის წევრებმა დაამტკიცეს წესდება, აირჩიეს სარევიზიო კომისიის წევრები, თავმჯდომარე და ეროვნული საბჭოს შემადგენლობა.