„თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო კამპანია

„თავისუფალი დემოკრატების“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი, საბურთალოზე კომპაქტურად დასახლებულ დევნილებს შეხვდა. ვიტალი დარასელიამ პროგრამულ პრიორიტეტებზე ისაუბრა. ასევე აღნიშნა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანოში ყველა იმ პრობლემურ საკითხს დააყენებს, რაც ადგილობრივებს აწუხებთ.