თავდასხმა თეთრი სახლის კორესპონდენტების მიღებაზე 

21:35, 27.04.2026

თავდასხმამდე დაწერილი მანიფესტი და პოლიციამდე დროულად არმისული შეტყობინება – დამატებითი გარემოებები ხდება ცნობილი თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის მიღებაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შესახებ.

ირკვევა, რომ დამნაშავის მთავარი სამიზნეები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იყვნენ. შენობაში თავდამსხმელის შეჭრამდე მისი ოჯახი გეგმის შესახებ უკვე ინფორმირებული იყო, თუმცა სამართალდამცავებამდე შესაბამისმა ინფორმაციამ დროულად ვერ მიაღწია. მიღებას ამერიკის პრეზიდენტთან და პირველ ლედისთან ერთად ვიცე-პრეზიდენტი და ოვალური კაბინეტის თითქმის სრული შემადგენლობა ესწრებოდა, დარბაზში იმყოფებოდა 2 000-მდე სტუმარი. თვითმხილველების ცნობით, დაფიქსირდა 10-მდე გასროლა, თავდასხმის შედეგად დაშავებულია უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი. სასტუმრო „ჰილტონში“, სადაც დანაშაული მოხდა, თავდამსხმელი 24 აპრილის შემდეგ იყო დარეგისტრირებული.

რა ცნობები აქვს გამოძიებას 31 წლის პედაგოგის შესახებ, რომელიც თავდასხმის ადგილზევე დააკავეს – ლევან ახალაია დეტალებით.

მსგავსი