თავდასხმა საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფზე

თავდასხმა და ცილისმწამებლური ბრალდება საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფზე. მარნეულში მომხდარი ინციდენტის დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს ოპერატორს, დამტვრეულია ვიდეოკამერა.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის განცხადებით, ძალადობა ნებისმიერი ფორმით არის დაუშვებელი და მიუღებელი, ასევე მიუღებელია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები მუდმივად არიან თავდასხმის ობიექტები სხვა ტელეკომპანიებისა და პოლიტიკოსების მხრიდან. არხი დამნაშავეების დასჯას სამართლებრივი გზით ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, პირველი არხის გადამღები ჯგუფი ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტისგან ცილისწამების სამიზნე გახდა.